|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უწყვეტი წყალმომარაგებით მხოლოდ 11 000 ოჯახი სარგებლობს

ქუთაისში ამ დროისათვის 24 საათიანი წყალმომარაგებით 300 ქუჩიდან მხოლოდ 29 სარგებლობს,  რაც ჯამში 11 00 აბონენტია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაუმჯობესებული გრაფიკით კი წყალი 69 ქუჩის 25 000 ბენეფიციარს მიეწოდება.

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის 87 მილიონამდეა გამოყოფილი. რეაბილიტაცია სრულად 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა 2016 წლის აპრილში დასრულდა. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 30, 981 811.79 ლარი გამოყო.  პროექტის ფარგლებში აშენდა 6 ახალი რეზერვუარი, 2 სატუმბი სადგური. მოეწყო ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები (66,505 კმ).

 სამუშაოებზე 100-ზე მეტი ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა. თუმცა ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ არასათანადო პირობების გამო თანამშრომლები რამდენჯერმე გაიფიცნენ.

ხარვეზები იყო სამუშაოების შესრულების პროცესში, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლის მიზეზი გახდა.

 „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ინფორმაციით, 2018 წლიდან სრულ მომსახურებაზე თითქმის მთელი ქალაქი გადავა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა