4 მარტს ქუთაისში მონადირეების აქცია გაიმართება
4 მარტს ქუთაისში მერიასთან მონადირეები აქციას გამართავენ. ისინი ნადირობის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც მზად არის დასამტკიცებლად, სრულიად მიუღებელია მათთვის. მონადირე გია ენუქიძის განცხადებით, მოცემული კანონპროექტიდან 80% არასამართლიანია.
„4 მარტს კიდევ ერთხელ იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა და ყველა მონადირეს ვთხოვთ, დადგნენ ჩვენს გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ ახალი რეგულაციები, რომელსაც უკანონოდ მივიჩნევთ. საქართველოში არ მეგულება მონადირე, რომელმაც უბრალო დარღვევაზეც კი გადაიხადოს ის თანხა, რაც რეგულაციაშია გათვალისწინებული. ჩამონათვალის 80% არ ვეთანხმებით და თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, იძულებული ვიქნებით დავანებოთ თავი ნადირობას“,- განაცხადა ენუქიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვთ ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს. მათი განცხადები, ახალი რეგილაციები იმაზე ნაკლებად მკაცრია, ვიდრე უნდა იყოს.
შეგახსენებთ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ. კანონპროექტი რამდნეიმე დღის წინ ქუთაისში განიცილეს, რასაც მონადირეების პროტესტი მოყვა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















