|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში #40 საარჩევნო უბანზე მდივანმა პოსტი დატოვა

ქუთაისში #40 საარჩევნო უბანზე პროცედურის დაწყებისას უბნის მდივანმა უბანი დატოვა. მიზეზი უბანზე დაწერილი საჩივარი გახდა.

ხმის მიცემის პროცედურა მას შემდეგ განახლდა, რაც მდივანი საარჩევნო უბანზე დააბრუნეს.

"როცა გაიხსნა საარჩევნო უბანი, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხმის მიცემა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე დაიწყო. ეს მე დავინახე და საჩივარი დავწერე. მდივანს არ უნდოდა, რომ საჩივარი დაეწერა. თქვა, რომ ის ტოვებდა პოსტს, რადგან არ შეეძლო მუშაობა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დააბრუნეს მდივანი,"- ამბობს "ნაცონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ელზა ბურჯალიანი.

მომხდართან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა