|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა

 ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და  ხუთი დაშავდა. ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით, 26 მაისის ქუჩაზე დაფიქსირდა.  როგორც თვითმხილველები "ნიუპრესს"  უცხადებენ,  X5 ფირმის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და  ბიჭს დაეჯახა. 23 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი 5 ადამიანი კი მრავალი დაზინებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შსს ადასტურებს არსებულ ინფორმაციას.   გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი