|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტი აშენდება

თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, მშენებლობებს აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. საუბარია 500 მილიონი ევროს დაფინანსებაზე და ბიუჯეტი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„თბილისში, ულამაზეს ადგილას  საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვენლოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. ყველაფერს ამას აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ, ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც, როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მცხორებლები ისარგებლებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  

წყარო: GDS

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა