ქუთაისში "ბოშათა საერთაშორისო დღე" აღინიშნება
8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ქალაქ ქუთაისის მერიასთან ერთად კულტურათა დიალოგის ინიციატივის ფარგლებში აწყობს ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 13:00 საათზე, ბოშათა თემაზე, ირმა შარიქაძის ფოტო გამოფენა მოეწყობა, 13:30 ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი დავით ჩხობაძე მიესალმებიან ბოშებს და დღესასწაულს მიულოცავს. 13:45 სთ-ზე ბავშვთა ანსამბლის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, 14:30 სთ-ზე გამასპინძლება ბოშათა ეროვნული კერძებით (ღონისძიება ჩატარდება კარგი ამინდის შემთხვევაში ღია ცის ქვეშ ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, სხვა შემთვევაში ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის ოპერის თეატრში.)
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს. ბოშები მცირე თემებად ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმში, თელავში, ზოგი ოჯახი კი სრულად ასიმილირებულია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















