ქუთაისში 94 000 ძირი ყვავილი დაირგვება
ორმაისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების დარგვა დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ქალაქ სერვისი" ასრულებს. აღნიშნული კომპანია ქალაქში მწვანე საფარის მოვლასა და ექსპლუატაციას ეწევა.
კომპანიამ ტენდერის პირობებით, ქალაქში წლის განმავლობაში 94 000 ძირი ყვავილი უნდა დარგოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 42 000 ლარი გამოიყო.
გასულ წელსაც იგივე სამუშაოები "ქალაქ სერვისმა" შეასრულა. როგორც კომპანიის მფლობელი დავით ბეშკენაძე აცხადებდა, გასულ წლებში ქუთაისში გაცილებით მეტი ყვავილი ირგვებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მათი რაოდენოა შემცირდა. შარშან 36 000 ლარად 80 000 ძირი ყვავილი დაირგო. წელს გაზრდილია როგორც თანხის, ასევე ყვავილების რაოდენობაც. წლის განამვლობაში ქუთაისის სხვადასხვა ბაღსა და სკვერში გასულ წელთან შედარებით 14 000 ძირით მეტი ყვავილი დაირგვება. ყვავილების შეძენა ძირითადად საზღვარგარეთ ხდება, როგორც კომპანიის წარომადგენელი განმარტავდა ქუთაისში საჭირო ყვავილების რაოდენობა არ არის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















