ქუთაისში ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა
ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძე აცხადებს, პრეზენტაცია სიმბოლურად 14 დეკემბერს გაიმართა.
„აღნიშნული თარიღი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის. სწორედ ამ დღეს, 2023 წელს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯია ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორგანიზაცია დაარსდა რეგიონში. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ, რომ რეგიონებიდან უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა, რომლებიც ურყევად დგანან ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას. ორგანიზაციის მისიაა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სანდო, ობიექტური და ინსტიტუციურად გადამოწმებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პრიორიტეტად მივიჩნევთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის პრევენციას, რომლის წინააღმდეგაც ვმოქმედებთ პროფესიონალიზმის, გამჭვირვალეობისა და საზოგადოებრივი სამსახურისადმი ურყევი ერთგულების საფუძველზე", - განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ.
შეხვედრაზე ორი პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის, ნეიტრალიტეტის და დეზინფორმაციული ნარატივების საკითხებს. ორგანიზაციის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჰოლანდიის საელჩო და ნატოს სამეკავშირეო ოფისი)
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




13:15
16:19
10:23
16:20
16:13
















