|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 17 იანვრის 10:00 საათიდან 17 იანვრის 16:00 საათამდე ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. კერძოდ: ი. ჭავჭავაძის გამზირის NN58, 58ა, 58ბ კორპუსებს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა