ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმის ინფორმაციით, 52 წლის ქალი, რომელსაც სხეულის მძიმე დამწვრობა ქონდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედაა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. თბილისში მკურნალობს ათი წლის გოგონა.
რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი და ოჯახის ახლობელი 33 წლის ქალი, მათ სხეულის მძიმე დამწვრობა ჰქონდათ.
აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















