ქუთაისში აფეთქების შედეგად 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. თავდაპირველად, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორი დაშავებულის გადაყვანა მოხდა, თუმცა, მოგვიანებით სამი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძრი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















