24 წელი სოხუმის დაცემიდან - ქუთაისში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში გვირგვინებით შეამკეს.
დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, საკრებულოს წევრებმა და კადეტებმა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















