|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. მემორიალი შეამკეს ქუთაისსა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში. დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.


ქუთაისში ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა მამა მატათამ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან ასევე მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო გამოფენა.


„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღეს 10 წელი გავიდა, 8 აგვისტო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე მეტი გაიღეს სამშობლოსათვის. მათ არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

დღესვე იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, დაღუპულთა მემორიალები გვირგვინით შეამკო ბაღდათსა და სამტრედიაში. ასევე, სოფელ დიმში დაღუპული გმირის ფ. კაკაურიძის სახელობის ქუჩაზე სახელდების აბრა გახსნა.


,,10 წლის შემდეგ ისეთივე მტკივნეულია ეს დღე ჩემთვის, როგორც 2008 წელს იყო. 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. რამდენიმედღიანმა ომმა ჩვენს ქვეყანას მძიმე შედეგი მოუტანა. რუსეთ–საქართველოს ომში მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ. ჩვენი დროის გმირებმა სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მე ქედს ვიხრი მათი ვაჟკაცობისა წინაშე და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ყველა ოჯახს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“–აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა.

იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა