ქუთაისში არჩილ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა
ქუთაისში აკადემიკოს არჩილ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა.
აკადემიკოსის მემორიალური დაფა მის საცხოვრებელ სახლზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
მოწვეულმა სტუმრებმა არჩილ კოსტავას ღვაწლზე ისაუბრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არჩილ კოსტავა სამეცნიერო წრის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ის სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.
არჩილ კოსტავას 1990-91 წლებში ქუთაისის პრეფექტის თანამდებობა ეკავა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















