ქუთაისში ამერიკული ჯავშანტექნიკა გამოიფინა
ქუთაისში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის „სტრაიკერების“ გამოფენა მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკთან შესაძლებლობა ექნება ამერიკული ტექნიკის სპეციფიკას გაეცნოს და დაათვალიეროს.
ამერიკული ჯავშანტექნიკის გამოფენა ქუთაისის პარალელურად ზესტაფონშიც გაიმართება. ბოლო ლოკაცია, სადაც ამერიკული ჯავშატექნიკა გაჩერდება, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროა.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“ საქართველოში გასულ კვირას შემოვიდა. ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა ”სტრაიკერი“ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















