|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის მოწყობაზე 2 601 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა, -ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.

პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

ავტორი: