ПОВТОРИТ?- ქუთაისში ანტისაოკუპაციო ფლაერზე მუქარის წარწერა გაჩნდა
ქუთაისში, თეთრ ხიდთან გაკრულ ანტისაოკუპაციო ფლაერზე - Russians go home! окупанты домои! გაჩნდა წარწერა რუსულ ენაზე ПОВТОРИТ?-
"ევროპა ჩვვენი სახლიას" დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, ტურისტი, რომელიც გვემუქრება, რიგითი ოკუპანტია.
"ჩვენ აქცის დროსაც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეთნიკური ნიშნით არავის გამოვყოფთ, თუკი რომელიმე მათგანი რუსეთს საქართველოში ინტერვენციისთვის კიცხავს და ჩვენს მიმართ სოლიდარულია, ასეთებს მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება იმ რუსი ტურისტების მიმართაც გამოვხატეთ, ვინც პუტინს საქართველოს მიმართ ექსპანსიური პოლიტიკის წარმოებაში გულშემატკივრობს. ახლა, იმედია, ყველასთვის ნათელია, რას ვგულისხმობდით ოკუპანტების მიმართ მოწოდებაში. ტურისტი, რომელიც გვემუქრება, მშვიდობიანი ტურისტი არ არის, ისიც რიგითი ოკუპანტია. ასეთების ადგილი არც პრაღაში იყო, არც ბუდაპეშტში, არც ვილნიუსში, არც ვარშავაში და არც არსად, სადაც რუსმა თავისი ჩექმა თავისუფლების საწინააღმდეგოდ დადგა. ასეთების ადგილი ქუთაისშიც არ არის და არც დანარჩენ საქართველოში", -აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ანტისაოკუპაციო შინაარსის ფლაერები ქუთაისში ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე და ქალაქის სხვა ტურისტულ ადგილებზე გააკრეს.
რაც შეეხება წარწერას, თუ ვინ გააკეთა ის, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
(მეორე ფოტო გადაღებულია აქციის დროს)
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















