|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქცია პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაიმართა [VIDEO]

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლეს. "არა ოკუპაციას" - ამ მოწოდებით ახალგაზრდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. "საქართველოს გაუმარჯოს", "რუსეთი ოკუპანტია" სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, უნდა გადადგეს გიორგი გახარია და ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ახალგაზრდებმა პარლამენტის შენონასთან ბანერი წარწერით "მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ" მიიტანეს.

"ეს დღე დაიმახსოვრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც დააპირებენ საქართველოს ოკუპაციას და ჩვენს პარლამენტში ოკუპანტების შეყვანას. გახარია უნდა გადადგეს, რომლის ბრძანების გამო ადამიანებს თვალები დათხარეს, მათ პასუხისმგებლბა უნდა აიღონ"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, მზად არიან თბილისში აქციას შეუერთდნენ.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა