|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არასრულწლოვნებმა სათვალეების მაღაზია გაქურდეს [VIDEO]

14 წამიანი ქურდობა ქუთაისში. ზუსტად ამ დროში მოასწრეს მძარცველებმა სათვალეების მაღაზიაში შესვლა და თანხის გატანა.

ქალაქის ცენტრში, ცისთერყანწელთა 5 ნომერში, პირველ სკოლასთან მდებარე სათვალეების მაღაზია ბრილლერი გაქურდეს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ იპარავენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, სალაროდან თანხას.

მძარცველებმა კარი ბლაგვი საგნით გააღეს და სალაროდან 609 ლარი მოიპარეს.

კონსულტანტის ინფორმაციით, მძარცველები რუსთავის მზრუნველობა მოკლებული ბავშთა დაწესებულებიდან გამოქცეულები არიან და ქუთაისში უკვე ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი