|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 27 %-ია

ქუთაისში 17:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანი 41 305-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული მოქალაქეების 27 %-ია.
ამ დროის მონაცემებით, საოლქო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარია შესული.
#59-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
წინა არჩევნების ანალოგიურ პერიოდში არჩევნებში ამომრჩეველთა 35% მონაწილეობდა.
ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი.
 

ავტორი: ნიუპრესი