|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის შექმნა იგეგმება

იდეა  ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის შექმნის შესახებ ქალაქის მერმა ქალაქის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციისას გააღღერა. იდეა, როგორც „ნიუპრესს“ ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა  ელგუჯა დეისაძემ განუცხადა, ქალაქის ხელმძღვანელობას მათ მიაწოდეს. 

„ამ კვლევაში ჩვენი უნივერსიტეტიც იღებდა მონაწილეობას, ჩვენ გავაკეთეთ მარკეტინგული კვლევები ტურიზმის კუთხით. გამოვიკითხეთ ათასზე მეტი უცხოელი ტურისტი, რომლებიც დანიშნულების ადგილებზე იყვნენ. ჩვენი სტუდენტები დადიოდნენ და იღებდნენ ინტერვიუს. კვლევების შედეგები გავაცანით მერს(შეხვედრა ჩვენი უნივერსტეტის დარბაზში შედგა), მივეცით რეკომენდაციები, რომელიც გაიზიარა ქალაქის ხელმძღვანელობამ. აქ იყო ნახსენები არგონავტიკის მუზეუმი, რომლის შექმნის იდეავ ჩვენ შევთავაზეთ. აუცილებელია, ქუთასის სიძველის დასადასტურებლად და მისი ბრენდირებისათვის ქალაქში არგონავტიკის ელემენტი არსებობდეს. მართალია, არ მოგვეპოვება პირდაპირი  არქეოლოგიური არტეფაქტები. თუმცა არსებობს ფაქტი, რომ ქუთაისი არის ევროპის 5 უძველეს ქალაქს შორის.“

ელგუჯა დეისაძის განცხადებით, საჭიროა ქუთაისიდან დესტინაციის წერტილებამდე დაინიშნოს მეტი რეგულარული რეისები, დეისაძის თქმით, მერი ცდილობს კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

4 წლიანი სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მიმართულებად ტურიზმი დასახელდა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე