|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე დევნილების კორპუსის ბინადრებმა გზა გადაკეტეს [VIDEO]

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე დევნილების კორპუსის ბინადრებმა შენობაში არსებული მდგომარეობის  გაპროტესტების მიზნით რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

დევნილების თქმით, წყალი სამსაათიანი გრაფიკით და დაბალი წნევით მიეწოდებათ, რის გამოც მათ წყლის პრობლემა აქვთ. ადგილობრივები, ასევე შენობებში არსებულ ლიფტის პრობლემებზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, ლიფტი ავარიულია და ხშირად ითიშება.

"სამი წელია ამ მდგომარეობაში ვართ, წყალი სამსაათიანი გრაფიკით მოგვეწოდება და ხშირად ამ გრაფიკითაც არ გვაქვს. ამიტომ მთელი დღე წყლის გარეშე ვრჩებით. ასევე გვაქვს ლიფტის პრობლემა. თითო კორპუსში ორი ლიფტია და ორივე ავარიული, ხშირად ითიშება და მაღალსართულზე ფეხით გვიწევს ასვლა"-აცხადებენ ადგილობრივები, რომლებიც ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებას თხოვენ.

 

დევნილების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები შეუერთდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა და პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია  მათ პრობლემას გაეცნენ და ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდეს. 

შეგახსენებთ, აღმაშენებლის გამზირზე ახალაშენებულ ბინებში დევნილები კომპაქტურად სამი წლის წინ შესახლდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა