|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში არსებული საბავშვო ატრაქციონები საფრთხის შემცველია"

"ქუთაისის ბაღებსა და სკვერებში მდებარე ატრაქციონები საშიშია"–ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა რობიზონ წინწკალაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, ნინოშვილის ბაღში მდებარე ატრაქციონი დაზიანებულია, რაც ბავშვებს საფრთხეს უქმნის,  ასევე რთულ მდგომარეოაბშია სხვა ატრაქციონებიც. დეპუტატმა მერიას საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდა.

მერის განცხადებით, საბავშვო ატრაქციონების მნიშვნელოვანია და ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან.

რთული მდგომარეობაა საბავშვო ბაღებშიც, ზოგ ბაღში ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი რკინის ატრაქციონები დგას. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ერთ–ერთ ბაღშია გადაღებული.

 

 

 

 

 

                    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი