|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ასათიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა

ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალესა და მ. ასათიანის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სამუშაოების დროს წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგების დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახურის საავარიო ჯგუფი რამდენიმე საათია სამუშაოებს აწარემოებს, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს. აღნიშნულ ქუჩებზე ძველი მილების დაზიანების შედეგად, წყლის დიდი ნაკადის დინებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა. სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება".

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა