|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა

ქუთაისში ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციის  მონაწილეები  ხელისუფლებას საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია", "იარე ფეხით", "თბილისის ტრამვაი", "საქართველოს საავტომობილო ფედერაცია", "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია", „ეკო ტრანსპორტის ცენტრი", "HUB Georgia", "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი", "ჯამპ სტარტ ჯორჯია", "Helping Hand" .

ქუთაისში  აქციას უერთდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში.

ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა