|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი რჩება.

კლინიკის ინფორმაციით, სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ასევე მძიმეა იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც აფეთქებაშია ეჭვმიტანლი. ის თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ცენტრში გადის მკურნალობას 10 წლის გოგონაც. მათ სხეულის მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ტვინის შერყევით რჩება 17 მამაკაცი. გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა