ქუთაისში "მადლიერების სახლის" ბენეფიციარებს განახლებულ სასადილოში უმასპინძლებენ
ქუთაისში, ავტომშენებლის #38-ში მდებარე ა(ა)იპ „მადლიერების სახლში“ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გარემონტდა „მადლიერების სახლის“ სასადილო და სამზარეულო, რისთვისაც 8 355 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ინდმეწარმე "გიორგი არჯევანიძე" -მ ჩაატარა.
განახლებული „მადლიერების სახლი“ ბენეფიციარებს ხვალ უმასპინძლებს. ჩატარებულ სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები მოინახულებენ.
ფოტო:არქივი
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















