ქუთაისში, ავტოქარხნის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრებლები ავტომექანიკური ქარხნის მუშაობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელისუფლებას ქარხნის მუშაობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, ავტომექანიკური ქარხნის მუშაობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მუშაობის დროს ქუჩები კვამლით და მტვერით იფარება, ამასთან ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართის გარეშე მუშაობს.
„წლებია, ამ მდგომარეობაში ვართ. საწარმოს არ აქვს ნებართვა, ისე მუშაობს, არ აქვს ფილტრები და გამონაბოლქვის გამო გაუსაძლისი პირობებია. საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. მოვითხოვთ, მოხდეს საწარმოს შემოწმება და ფილტრების დაყენება“, –განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათ სოლიდარობა გამოუცხადა და აქციას შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს მოსახლეობის მდგომარეობით და საწარმოს მუშაობა ნორმების შესაბამისად მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაფრთხილებელი აქცია პერმანენტული აქციებით გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















