პარლამენტთან მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა, 5 თებერვალს პარლამენტთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულზე ავარდა. მას უკან მომავალი ასევე მსუბუქი ავტომობილი გვერდიდან შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორეს მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
გარდაცვლილი 25 წლამდე ახალგაზრდაა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















