|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი  მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიღებული დაზიანების შედეგად  შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებსს შსს, რომლის თანახმად, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეჭვმიტანილი პოლიციის  განყოფილებაშია გადაყვანილი. მას თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ემუქრება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა