ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, გელათის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხეულის მრავლობითი მოტეხილობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთი ავტომობილი შეჯახების შედეგად რამდენჯერმე ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















