"თავზე ტომარა ჩამოაცვეს არა ერთ ჟურნალისტს, არამედ ქვეყანას"
ქუთაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქვეყნის ტერიტორიიდან ჟურნალისტის გატაცების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
"თავზე ტომარა ჩამოაცვეს არა ერთ ადამიანს და ჟურნალისტს, არამედ მთელ საზოგადოებას და ქვეყანას. ჩვენ პარლამენტთან შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ქვეყნის რჩეულებს შევახსენოთ, არ დავუშვეთ, რომ თავზე ტომარა მთელ ქვეყანას ჩამოაცვან", - განაცხადა ჟურნალისტმა ირინა მაკარიძემ.
"გახსოვთ, ვიზალიბელარიზაციის მიღების დროს ხელისუფლება როგორ აფრთხილებდა მოქალაქეებს, როგორ უნდა მოქცეულიუყვნენ ევროპაში ვიზიტის შემთხვევაში, რათა ჩრდილი არ მიეყენებიათ ამ მონაპოვრისთვის. დღეს ამ ფაქტით ხელისუფლებამ თავად მიაყენა მომაკვდილებელი დარტყმა ქვეყანას. ჩვენ მოვითხოვთ ადეკვატურ გამოძიებას იმის შესახებ, თუ რა მოხდა“, -განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.
აქცია თბილისის პარლამენტის შენობასთანაც გაიმართა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, როგორც ცნობილი გახდა, თბილისში თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს გადასცეს.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















