|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბაიარ შაჰინის კონცერტი გაიმართება

"ლაზური კონცერტი"- ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 19 ივლისს  გაიმართება. კონცერტში ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი მიიღებს მონაწილეობას.

ქუთაისში მოწვეულნი იქნებიან თურქეთის ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები: ნიაზ ქოიონჯუ, დამლა შაჰინი, იუდუმ შაჰინი, გოჰან ოზკანი, ოკან სუბაში, მუსტაფა იენერკოლი, ისმეთ ქიზილი, ბახტიარ არიჩა, თამარა შაჰინი, ბეჟან წინწალაშვილი.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ლაზური ხელოვნებასა და შემოქმედებას, ლაზური კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას. 

ღონისძიების ინიციატივა საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ირმა პერტიაშვილს ეკუთვნის.

 კონცერტი „წლის კალენდარული ღონისძიებების“ ფარგლებში იმართება.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა