|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვები ნათელ ფერებს ირჩევენ, მათი მხატვრობა ფერადია"-ქრისტინა რობაქიძე

ქუთაისში, თიბისი გალერეაში მხატვარ ქრისტინა რობაქიძის სამხატვრო სტუდიის ბავშვთა ნაშრომების გამოფენა გაიმართა. ქრისტინა რობაქიძის განცხადებით, სტუდია ერთი წლის წინ შეიქმნა და სიმბოლურად ერთი წლის შემდეგ შემაჯემებელი გამოფენა მოეწყო. სტუდიაში 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები დადიან. გამოფენაზე სულ წარმოდგენილი იყო 40 პატარა მხატვრის რამდენიმე ასეული ნამუშევარი. ასევე გამოფენილია მხატვრის რამდენიმე ტილო.

 "ბავშვები მუშაობისას ნათელ ფერებს ირჩევენ და მათი მხატვრობა ფერადია",- განაცხადა ქრისტინა რობაქიძემ.  გამოფენას ნახატების ავტორებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, მოსწონთ მათი ნახატების გამოფენა რომ მოეწყო.

 

 

 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა