ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა დაიწყო.
შპს „თ და კ რესტორნები“ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სწრაფი კვების რესტორანში სულ მცირე 40 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „თ და კ რესტორნებს“ დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე 1416.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად საკუთრებაში გადასცა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.23%
გაუარესდა - 53.15%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 111 ხმა