|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საშობაო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
თანაქალაქელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგები და მოსწავლეები, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი (ხელმძღვანელი ნათია გოგუაძე), იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი (დირიჟორი ირინე ლომინაძე).
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
 
 
 

ავტორი: