|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდა გზების კაპიტალური შეკეთება, იგეგმება სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და ახალი ასფალტის საფარის დაგება.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. ქუთაისის მერის განცხადებით, კეთდება გზა, რომელიც ბოლო 30 წელია დაზიანებული იყო. სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, რათა ადგილობრივ მცირე ბიზნესს და მოქალაქეებს ნაკლები პრობლემები შეექმნას.

ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 264 ათას ლარამდე იხარჯება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა