KUTAISI.TRAVEL - ტურისტებისთვის ვებ გვერდი შეიქმნა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებამ ტურისტული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. ტურისტული ვებ გვერდი, რომელიც განყოფილების თანამშრომელთა მიერ მომზადა, ტურისტებისთვის გზამკვლევს წარმოადგენს.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ვებ–გვერდი www. kutaisi.travel არის საიტი, სადაც ტურისტები ქუთაისში არსებული ტურისტული ძეგლების, დაბინავების, კვებისა და ტრანსპორტირების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. საიტი სამ ენაზე: ქართულზე, ინგლისურსა და რუსულზეა შექმნილი, რის გამოც ტურისტებს ინფორმაციის მოღება გაუმარტივდებათ.
კლდიაშვილის განცხადებით, თანხა მხოლოდ დომენის და ჰოსტინგის შესაძენად გამოიყო, სხვა სამუშაოები თანამშრომლების მიერ განხორციელდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















