|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩატარებული პრაიმერის შედეგად ყველაზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო

ქუთაისში ჩატარებული პრეზიდენტობის კანდიდატების პრაიმერის შედეგები ცნობილია. კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

32-მა მოქალაქემ ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა. 28 ამომრჩეველმა კახა კუკავა აირჩია,  18- "ევროპული საქართველო" დავით ბაქრაძე,  10 -დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, 7-შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტია",  5-დავით უსუფაშვილი "შენების მოძრაობა",  2-ალეკო ელისაშვილი,  19 მოქალაქეს ხმა არავისთვის მიუცია,  2  ხმას გოგი წულაიას აძლევს,  1 ბიძინა ივანიშვილს. ვლადიმერ პუტინს დაუჭირა მხარი ერთმა ადამიანმა, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის მონაცემებში არ შესულა.  

 არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ ორგანიზებით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 125-მა  ადამიანმა მიიღო. 

მოქალაქეებს საშუალება ქონდათ ფარული კენჭისყრით  მათვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოევლინათ. მათ არჩევანის გაკეთება 7 კანდიდატს შორის მოუწიათ, თუმცა შეეძლოთ სიაში არ მყოფი მათი სასურველი კანდიდატის ჩაწერაც.

გამოკითხვა ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა. ხმის დათვლის პროცესი ორგანიზაციის ვებ გვერდზე პირდაპირით ეთერით გადაიცემოდა. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა