|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ჩემი ბანერების განთავსება მოულოდნელი იყო, ვეცდები, ბევრჯერ გაგახაროთ"-ბექა ლომთაძე

"არ ვიცოდი, დილით რომ შევედი ინტერნეტში და დამხვდა,  ძალიან გამიხარდა"-ამგვარად ეხმიანება მსოფლიო ჩემპიონი, ქუთაისში მისი ბანერების განთავსებას. როგორც ბექა ლომთაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, მისთვის ბანერები მოულოდნელი იყო და ამის შესახებ საფრანგეთში შეიტყო. 

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა მერს გიორგი ჭიღვარიას და ააიპის მმართველს კობა ფხაკაძეს, ასეთი სიურპრიზისთვის. ნამდვილად მოულოდნელი იყო, არ ვიცოდი, დილით, რომ შევედი სოციალურ ქსელში და დამხვდა ფოტოები, ძალიან გამიხარდა. სასიხარულოა, რა თქმა უნდა, შენს ქალაქში შენი ბანერები რომ არის განთავსებული, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კარგი სტიმულია  ჩემთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ვეცდები, ბევრჯერ გავახარო საქართველო და ქუთაისი ჩემი წარმატებით"-განაცხადა ბექა ლომთაძემ. ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ადგილობრივ კლუბში ვარჯიშობს. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე ( 61 კგ. კატეგორიაში), მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქუთაისელმა ფალავანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა. კარიერაში ეს მისი პირველი ოქროა პლანეტის პირველობაზე. 

ბანერები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განთავსდა. ბანერებირუსთაველის ხიდთან, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინისტარა- ნიკეას გზაჯვარედინთან განთავსდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა