ქუთაისში ჩინური სამრეწველო ნაწარმის გამოფენა მოეწყობა
ქუთაისის მერიას ჩინეთის ქ.ნანჩანგის (ჯიანსის პროვინციიდან) დელეგაცია ესტუმრა . დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალაქის მერი გიუ ანი და ქ.ნანჩანგის საგარეო და საზღვარგარეთ ჩინურ საქმეთა ოფისის გენერალური დირექტორი, ელეონორ ჰიუნგ ხიაოიანი. სტუმრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიიღეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე, ასევე მიმდინარე წლის 8 მარტს, ქუთაისის მერიისა და ქ. ნანჩანგის შორის დაიდო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მხარეები განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს და თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სამთო, სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. სტუმრები ქუთაისში ოქტომბრის თვეში სამრეწველო ნაწარმის გამოფენა გაყიდვას მოაწყობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















