ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა - თემურ ცამციშვილი
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.
თემურ ცამციშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები.
„იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში საერთოდ სამუშაო ადგილები, ფაქტობრივად, საერთოდ არ იქნება და პირიქით, თუ ვინმე მუშაობს ამ ქალაქში მათ უდიდეს ნაწილს ამ ქალაქის დატოვება უნდა, თქვენ ხედავთ რა არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი და თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ 12 წლის მმართველობის თავზე რა მივიღეთ ქუთაისში - საპარლამენტო დედაქალაქის ნაცვლად, მივიღეთ ქალაქი, სადაც ასე სპონტანურად ხელისუფლების უყურადღებობის გამო იხსნება ნაგავსაყრელი“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა
ავტორი:





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















