ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოქალაქეები შუქნიშნის დამონტაჟებას მოითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, მერიას თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"დატვირთული მოძრაობაა, სკოლები, ბაღები და საავადმყოფოებია. ბავშვებს ვერ ვუშვებთ მარტო, რადგან გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზას არ უთმობენ ერთმანეთს, არის გასწრება და გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. მოვითხოვთ შუქნიშნის დამონტაჟებას, რომ მოწესრიგდეს მოძრაობა. არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ ამ დრომდე არ გაკეთებულა"-აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობის აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. გოგი წულაიას განცხადებით, ყველა არჩევნების წინ ხდება დაპირება, მაგრამ, როგორც ყველა დაპირება, ესეც შეუსრულებელია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შუქნიშნების დამონტაჟება შსს-ს პრეროგატივაა, აღნიშნული თემა უწყებამ უნდა შეისწავლოს. მერია ჩხობაძის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაძლებლობის შემთხევაში საკითხის მოგვარებას შეეცდებიან.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















