ქუთაისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო
ქუთაისის მერიის მიერ სწავლის დაწყების აღსანიშნავად დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონცერტი 14 სექტებრის ნაცვლად 21 სექტემბერს ჩატარდება. კონცერტის გადადების მიზეზი მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალება გახდა.
შეგახსენებთ, რომ რეზო ჭეიშვილს სამშაბათს, მწვანეყვავილას პანთეონში დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















