|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დამატებით 10 საბავშვო ბაღის გაფართოებაა დაგეგმილი

გაისად, ქუთაისში, დამატებით 10 საბავშვო ბაღის გაფართოებაა დაგეგმილი. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებები წარმოადგინა. ამ ცვლილებების თანახმად, ქუთაისის ბიუჯეტს  405 ათასი ლარი დაემატა.  თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაირიცხება. 

აღნიშნულ თანხას ქუთაისში, ავტოქარხანასა და სულხან საბას დასახლებაში მიმდინარე 2 ბაღის მშენებლობა საჭიროებს. გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე  დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით მოხდა  ბაღების მშენებლობისათვის აღნიშნული უბნების  შერჩევა: "გამარჯვების ოლქში ბაღები გადატვირთულია. ერთ ჯგუფში 60-მდე ბავშვია",- აღნიშნა ქათამაძემ.

დეპუტატს ქალაქის მერმა  უპასუხა. მურღულიას თქმით, ბაღების გაფართოების პროცესი გაგრძელდება: "2 ბაღის აშენება და არსებულ ბაღებზე დამატებით მიშენებების გაკეთება საშუალებას მოგვცემს 800-900 ბავშვს დამატებითი მიმსახურეობება გავუწიოთ. გამოვათავისუფლოთ გადავსებული ბაღები. მიშენებების პროექტები გრძელდება", - აღნიშნა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, შემუშვებულია 10 ბაღის მიშენების პროექტი, რომელიც გაისად გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა