|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციისა და გაფართოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს გალერეის რეაბილიტაციისა და გაფართოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

იგეგმება როგორც გარე ფასადის, ასევე ყველა საგამოფენო სივრცის სრული რეაბილიტაცია, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 180 000.00 ლარია.

შეგახსენებთ, რეაბილიტაციის შედეგად შენობა სამსართულიანი გახდება და გალერეა დამატებით საგამოფენო დარბაზებს მიიღებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა