ქუთაისში დაზიანებული გზების შეკეთებაზე 539 900 ათასი დაიხარჯება
ქალაქში დიდთოვლობისა და ყინულის გამო დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სამუშოებისათვის 539 900 ათასი ლარი დაიხარჯება. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ფირმამ „დაგი +“ გაიმარჯვა, რომელმაც ე.წ. ორმოულის სამუშაოები უნდა შეასრულოს.
პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი შეკეთდება, რომლის შემდეგ ამინდის შესაბამისად მოხდება სხვა ქუჩების შეკეთებაც.
დაზიანებული გზა უკვე შეკეთდა წითელ ხიდზეც.
მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს ვიცე-მერი და ინფრასტრუქტურის სამსახური უწევს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















