|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დედა–შვილს ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა. შემთხვევის დროს დედას 3 წლის შვილი საბავშვო ბაღიდან მოყავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.   დედამ შვილის გარიდება მოასწრო, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა.

მცირეწლოვანის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.
შსს-ს ინფორმაცით, შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.  მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა