ქუთაისში "დედაენის დღე" დაწყებითი განათლების პედაგოგებს მიულოცეს
ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე სიმბოლურად დაწყებითი განათლების პედაგოგებს მიულოცა.
"მინდა ყველა ქართველს მივულოცო ქართული ენის დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ დედაენის დღე მიგველოცა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თაობებისთვის დაწყებითი განათლების მიცემას უწყობენ ხელს და ათეულობით წლების განმავლობაში თაობებს დედა ენით ზრდიან. ვთვლი, რომ სწორედ ასეთ ხალხს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. დღეს ასევე მივულოცეთ იმ ქალბატონს, რომელიც პედაგოგის რანგში დაწყებით ჯგუფში წელს პირველად შევიდა . მასაც ვუსურვეთ , რომ წლების შემდეგ მის მიმართაც ყოფილიყოს ისეთივე ღირსეული დამოკიდებულება, როგორიც ამ ორი ქალბატონის მიმართ გაგვაჩნია. დიდი მადლობა ყველას ვინც ეფერება და უფრთხილდება ქართულ ენას,“- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ.
დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ჟუჟუნა ვარდანიძესა (პირველი საჯარო სკოლა) და იმოგენ გიორგაძესთან (მეათე საჯარო სკოლა) ერთად რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგსაც მიულოცა. ნათია დევიძე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგია და დედაენის შესწავლა მან პატარებისთვის წელს პირველად დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















