ქუთაისში დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადაიღეს
ქუთაისში დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმი „მედეას ერი“ გადაიღეს, რომლის პრეზენტაციაც 26 დეკემბერს იგეგმება. ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში მოეწყობა.
ფილმი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა, მედეა ასათიანმა საკუთარი სახსრებით გადაიღო. რეჟისორის გათვლა არის ის, რომ ქართველი ქალების როლი დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ძლიერი ქალები ყავდა ჩვენს ქვეყანას. ფილმში ასევე საუბარია დღევანდელ რეალობაზე.
დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმში აღწერილია შვიდი ქალის: მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მაია წყნეთელისა და მარიამ დედოფლის ცხოვრების ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები. შვიდი ქალის განსახიერება ქუთაისელმა მსახიობმა ელზა სულაძემ შეძლო.
რეჟისორი ფილმს ამერიკაში წარადგენს.
ფილმში მონაწილეობა ქუთაისელმა მსახიობებმა, ცნობილმა მწერლებმა, ისტორიკოსებმა და გამოჩენილმა ადამიანებმა მიიღეს.


ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















